რა ინფორმაციას ვინახავთ და რაში ვიყენებთ
პირადი ინფორმაცია, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი, გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის სრულყოფილად ჩასაბარებლად. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ინახება ჩვენს სერვერებზე, არის პირდაპირი მიმოწერა ჩვენთან.
რას არ ვაკეთებთ
თქვენს მონაცემებს არ ვყიდით. სახელს, ტელეფონს და მისამართს არავის გადავცემთ. ჩვენი რეკლამის Facebook-სა და Instagram-ზე საჩვენებლად საიტი იყენებს Meta Pixel-ს: ის Meta-ს ატყობინებს, რომელი გვერდები ნახეთ და რა დაამატეთ კალათაში (იხ. „ქუქიები“). იგივე ინფორმაცია, თქვენი IP მისამართითა და ბრაუზერის აღწერით, Meta-ს ჩვენი სერვერიდანაც ეგზავნება (Conversions API).
კალათა და შენახული პროდუქტები
კალათა და თქვენი შენახული პროდუქტები ინახება თქვენივე ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში. თქვენი ნებართვის გარეშე ეს ინფორმაცია არსად გამოიყენება, სანამ თავად არ გადაწყვეტთ სიის გამოგზავნას.
ქუქიები
საიტის საკუთარი ქუქი (cookies) სამი სახეობისაა და სამივე ფუნქციურია. პირველი იმახსოვრებს არჩეულ ენას. მეორე თქვენს მიმოწერას AI ასისტენტთან, რომლითაც ბოლო ათ წუთში დასმული შეკითხვები ითვლება. მესამე მაღაზიის შესვლაა საიტის სამართავ ნაწილში. ამას გარდა Meta Pixel ინახავს საკუთარ ქუქის (_fbp), რომ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შედეგი გაიზომოს და რეკლამა საიტის სტუმრებს აჩვენოს. ის არ ჩაირთვება, თუ ბრაუზერი Global Privacy Control სიგნალს აგზავნის; მისი დაბლოკვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში ან Facebook-ის სარეკლამო პარამეტრებში.
რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია
მიმოწერისა და მიწოდების მონაცემები ინახება მანამ, სანამ შეკვეთა სრულფასოვნად არ ჩაითვლება ჩაბარებულად, და ასევე გარანტიის პირობებით გათვლილ პერიოდამდე. ამის შემდეგ ან მოთხოვნისთანავე — იშლება.
თქვენი უფლებები
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებითა და კანონებით. შეგიძლიათ მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ ინფორმაციის წაშლა ან რედაქტირება.