
FPV დრონები
ეს FPV დრონებია და არა საკამერო დრონები: სათვალით დაფრინავ, კონტროლერი ხელშია და არც follow me რეჟიმია აქ და არც გიმბალი, რომელიც ჰორიზონტს გიჭერს. DJI-ს საკამერო დრონები — Mavic, Mini — აქ არ იყიდება. კატეგორია იწყება 65mm და 75mm whoop-ებით, რომლებიც დერეფანშიც გაფრინდება, და 5in freestyle-სა და 7in long range-მდე მიდის. უმეტესობა BNF-ია (bind-and-fly): დრონი აწყობილი და გამართულია, მაგრამ სათვალე, კონტროლერი და ბატარეები ცალკე დაგჭირდება. თუ აქამდე მხოლოდ საკამერო დრონი გიფრენია, პატარა whoop-ით დაწყება ჯობია.
ფასები 430 ₾-დან 2,750 ₾-მდე, 12 მოდელი.
250 გრამიდან რეგისტრაციასაც და გამოცდასაც საჭიროებს. კამერიანი დრონი — რეგისტრაციას, წონის მიუხედავად. რას ამბობს წესები სინამდვილეში
12 პროდუქტი











