სად ვაგზავნით
მიწოდება ხდება მთელ საქართველოში. შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.
როგორ ფორმდება შეკვეთა
ონლაინ გადახდა ჯერ არ ფუნქციონირებს, გადახდა ხდება პირდაპირ ჩვენთან მიმოწერაში, პროდუქტის არჩევის შემდეგ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის ნებისმიერ საკითხზე და იქ შევძლებთ თქვენს დახმარებას.
მიწოდების საფასური და თარიღები
მიწოდება 300 ლარის მეტ შენაძენზე უფასოა, ხოლო 300 ლარზე ნაკლებ შენაძენზე მოქმედებს სტანდარტული ტარიფი 9 ლარი. კურიერის მეშვეობით მოხდება შეკვეთის მიწოდება 2-3 სამუშაო დღეში საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ინფორმაცია ჩვენზე
SkyBit, მაღაზია, რომელიც მოქმედებს ბათუმში. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან.
რას ნიშნავს ციფრები პროდუქტის მახასიათებლებში
წონა, წევა-წონის შეფარდება და ფრენის დრო გამოთვლილია მწარმოებლების გამოქვეყნებული ციფრებით. ესენი შეფასებებია, ყველა მახასიათებელი მწარმოებლისგან მოდის და დოკუმენტაციაშია მითითებული, შეიძლება იყოს აცდენები სხვადასხვა პირობებში.
ფრენის რეგულაციები
სად და როგორ შეიძლება დრონის ფრენა, წყდება საქართველოს საავიაციო ორგანიზაციის დადგენილი წესებით. მაღაზია არ აგებს არანაირ პასუხს ამ წესების და კანონების დარღვევის შემთხვევაში და არც იძლევა ნებართვას.
ზოგადი წესები
ამ გვერდზე დაწერილი პირობები შეთანხმებაა შენსა და SkyBit-ს შორის. საიტით სარგებლობა და შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ ამ პირობებს ეთანხმები.
შეკვეთის განთავსება შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს.
საიტის შიგთავსი
ტექსტები, ფოტოები და რენდერები, რომლებსაც ამ საიტზე ხედავ, SkyBit-ს ეკუთვნის. მათი კომერციული მიზნით გამოყენება ან გავრცელება ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეიძლება.
როდის შეგვიძლია შეკვეთაზე უარის თქმა
შეკვეთა შეიძლება არ დავადასტუროთ ან გავაუქმოთ, თუ ნივთი არ იმყოფება მარაგში, ფასში ან აღწერაში შეცდომა აღმოჩნდა, ან შესრულება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში გატყობინებთ, ხოლო თუ თანხა უკვე გადახდილია — სრულად დაგიბრუნდებათ.
ვის შეუძლია მიიღოს შეკვეთა
შეკვეთის მიღება შეუძლია შენ ან შენს მიერ მითითებულ სხვა პირს, საჭირო ინფორმაციის ქონის შემთხვევაში.
პერსონალური მონაცემების პოლიტიკა
რა ინფორმაცია ინახება, რატომ და რა იშლება — შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გვერდზე „კონფიდენციალურობა“.
პირობების ცვლილება
პირობები შეიძლება შეიცვალოს. შეკვეთაზე ვრცელდება ის პირობები, რომელიც შეკვეთის დადასტურების მომენტში იყო საიტზე.
დავები
უთანხმოებისა და დავების მოგვარება ხორციელდება ჩვენი მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით. თუ ასე ვერ მოგვარდა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტოს, ან საქმეს საქართველოს სასამართლო განიხილავს.
რას ეყრდნობა ეს პირობები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით, როგორც მომხმარებლის, ასევე გამყიდველის სრული უფლებები დაცულია.