გადადი შიგთავსზე
SkyBit

დაბრუნება და გარანტია

პროდუქტის დაბრუნება

პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, თუ მიღების შემდეგ აღმოუჩნდა ქარხნული წუნი, დაზიანება ტრანსპორტირების დროს ან შეცდომის შედეგად გამოწვეული პირობები. ასეთ შემთხვევაში ნივთის გამოგზავნისა და უკან მიწოდების ხარჯს ჩვენ ვფარავთ.

დაბრუნება 14 დღის განმავლობაში

გარდა ამისა, ნებისმიერი პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. ამისთვის ამ ვადაში შეგვატყობინეთ ჩატით, ტელეფონით ან ელფოსტით, ხოლო ნივთი გამოგზავნეთ შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

გადახდილ თანხას, მიწოდების სტანდარტული საფასურის ჩათვლით, დაგიბრუნებთ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, გადახდის იმავე საშუალებით. თანხის დაბრუნება შეიძლება გადავდოთ, სანამ ნივთს არ მივიღებთ ან მისი გამოგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოგვიდგენთ.

ამ შემთხვევაში ნივთის უკან გამოგზავნის ხარჯი მომხმარებელს ეკისრება.

ნივთის შემოწმება შეგიძლიათ ისე, როგორც მაღაზიაში შეამოწმებდით. თუ ის ამაზე მეტად იქნა გამოყენებული (მაგალითად, დრონი გაფრინდა ან დაზიანდა), დასაბრუნებელ თანხას შეიძლება გამოაკლდეს ამით გამოწვეული ღირებულების შემცირება.

14-დღიანი დაბრუნება არ ვრცელდება დრონზე ან ნაკრებზე, რომელიც თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნით აიწყო ან მოირგო.

დაბრუნების განაცხადის ნიმუში

„ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ შემდეგი პროდუქტის ყიდვაზე: [პროდუქტი]. შეკვეთის თარიღი: [თარიღი]. მიღების თარიღი: [თარიღი]. სახელი და გვარი: [სახელი და გვარი]. ტელეფონი: [ნომერი]. თარიღი: [თარიღი].“ ნიმუშის გამოყენება სავალდებულო არ არის: საკმარისია ნებისმიერი მკაფიო შეტყობინება.

გარანტია

ნივთის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, რათა მოხდეს ამ პრობლემის განხილვა და ნივთის შემოწმება. ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ ნივთის უფასო შეკეთებას ქარხნული ახალი ნაწილებით ან ახლით შეცვლას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ფასის შემცირებას ან თანხის დაბრუნებას სრული ოდენობით.

გარანტიის ვადა 2 წელია ნივთის მიღებიდან. თუ წუნი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში გამოვლინდა, ითვლება, რომ ის მიწოდებისას არსებობდა. მოგვწერეთ ჩატით, ტელეფონით ან ელფოსტით, მიუთითეთ შეკვეთა და აღწერეთ წუნი, სასურველია ფოტოთი ან ვიდეოთი.

ეს გარანტია არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისთვის მინიჭებულ უფლებებს.

რას არ ფარავს გარანტია

ავარიას. წყალს. აკუმულატორს, რომელიც მწარმოებლის დაშვებულ ზღვრებს გარეთ დაიმუხტა ან განიმუხტა, და ყველაფერს, რისი ექსპლუატაციაც მოხდა მწარმოებლის დადგენილი ინსტრუქციების და მოთხოვნების გვერდის ავლით. ასევე ძრავები, პროპელერები და აკუმულატორები ხარჯვადი ნაწილებია: მათი ბუნებრივი ცვეთა დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე და გარანტიით არ იფარება, თუმცა ქარხნულ წუნზე გარანტია მათზეც ვრცელდება.