გადადი შიგთავსზე
SkyBit

FPV დამწყებთათვის: საიდან დავიწყო

FPV დრონით სათვალით დაფრინავ: ხედავ იმას, რასაც დრონის კამერა, და პულტით ხელით მართავ. ამ სტატიაში წერია, რა გჭირდება პირველი ფრენისთვის, რა ღირს ეს ყველაფერი და რა უნდა იცოდე წესებზე.

რით განსხვავდება FPV დრონი საკამერო დრონისგან

საკამერო დრონი — მაგალითად DJI Mavic ან Mini — თავად ინარჩუნებს პოზიციას და ჰორიზონტს. FPV დრონზე არც follow me რეჟიმია და არც გიმბალი: მართვა მთლიანად შენს ხელშია. თუ აქამდე მხოლოდ საკამერო დრონი გიფრენია, პატარა whoop-ით დაწყება ჯობია.

რა გჭირდება, რომ გაფრინდე

დრონების უმეტესობა BNF-ია (bind-and-fly): დრონი აწყობილი და გამართულია, დანარჩენი კი ცალკე იყიდება. მარტო დრონით ვერ გაფრინდები.

რომელი დრონით დავიწყო

65 ან 75 მილიმეტრიანი whoop-ით. დაახლოებით ოცი გრამია, შენობაშიც დაფრინავს და დერეფანშიც, დარტყმას უძლებს და 250 გრამის ზღვარს ქვემოთაა, ესე იგი გამოცდა არ სჭირდება. ხუთდუიმიანი დრონი უფრო სწრაფია და მას ღია სივრცე, დამკვირვებელი და საბუთები სჭირდება.

მზა ნაკრები

თუ არ გინდა, რომ თითო ნივთი ცალ-ცალკე შეარჩიო, ნაკრებებში დრონი, სათვალე და პულტი ერთ ფასადაა — ერთად აწყობილი და გატესტილი, სანამ ყუთში ჩაიდება.

წესები საქართველოში

FPV კამერის გამო ოპერატორის რეგისტრაცია ყველა whoop-ს სჭირდება; უფასოა და ონლაინ ხდება. 250 გრამიდან თეორიული გამოცდაც ბარდება. სათვალით ფრენა ლეგალურია, თუ გვერდით დამკვირვებელი გყავს, რომელიც დრონს თავისი თვალით ხედავს. ნაბიჯები: დრონის რეგისტრაცია uas.gov.ge-ზე.

შემდეგი ნაბიჯი

მოკლე ტესტი რამდენიმე კითხვით შეგირჩევს ნაკრებს, კონსტრუქტორში კი თავად აირჩევ ნაწილებს და ნახავ, რა რას ერგება. ფასებზე დაწვრილებით: რა ღირს FPV დრონი.

გზამკვლევები