გადადი შიგთავსზე
SkyBit

LiPo ბატარეა: მოვლა და უსაფრთხოება

LiPo ბატარეა FPV დრონს იმ დენს აძლევს, რომელიც მას სჭირდება, მაგრამ არასწორი მოპყრობისას ზიანდება და შეიძლება აალდეს. აქ ძირითადი წესებია: როგორ შეარჩიო, დატენო და შეინახო პაკი და როდის აღარ გამოიყენო.

სწორი პაკის შერჩევა

ორი რამ შეამოწმე: ელემენტების რაოდენობა და კონექტორი. 65 ან 75 მილიმეტრიანი whoop 1S-ზე მუშაობს, ხუთდუიმიანი freestyle დრონი კი 4S-ზე ან 6S-ზე, XT60 კონექტორით. თუ დრონში იმაზე მეტელემენტიან პაკს ჩადებ, ვიდრე მისთვისაა განკუთვნილი, ელექტრონიკა ერთ ფრენაში დაიწვება.

დატენვა

  • დატენე მხოლოდ LiPo-სთვის განკუთვნილი დამტენით და დამტენზე ელემენტების სწორი რაოდენობა აირჩიე.
  • რამდენიმეელემენტიანი პაკი ბალანს-რეჟიმში დატენე, რომ ყველა ელემენტი თანაბრად დაიტენოს.
  • დატენვისას ბატარეას უყურადღებოდ ნუ დატოვებ და ნუ დატენი აალებად ზედაპირზე.
  • ნუ დატენი გაბერილ ან დაზიანებულ პაკს და ნურც იმას, რომელიც ფრენის შემდეგ ჯერ კიდევ ცხელია.

ფრენისას

პაკს ბოლომდე ნუ დაცლი: ღრმა განმუხტვა LiPo-ს აზიანებს. როცა ძაბვა ეცემა, დაჯექი და პაკი გამოცვალე. ავარიის შემდეგ პაკი დაათვალიერე — თუ გაიბერა, გაიხვრიტა ან დეფორმირდა, აღარ გამოიყენო.

შენახვა

თუ რამდენიმე დღე ფრენას არ აპირებ, პაკები storage ძაბვაზე გადაიყვანე — ეს დაახლოებით 3.8 ვოლტია თითო ელემენტზე. სრულად დატენილი ან დაცლილი პაკი შენახვისას უფრო სწრაფად ცვდება. შეინახე მშრალ, გრილ ადგილას, აალებადი ნივთებისგან მოშორებით.

whoop-ის 1S პაკებისთვის ამას storage დაფა აკეთებს: რამდენიმე პაკს ერთდროულად ტენის და storage რეჟიმშიც გადაიყვანს. დამტენები: ფასები 130 ₾-დან 685 ₾-მდე, 6 მოდელი.

როდის აღარ გამოიყენო

გაბერილი, გახვრეტილი ან დეფორმირებული პაკი აღარც დატენო და აღარც გამოიყენო. ასეთ ბატარეას ჩვეულებრივ ნაგავში ნუ გადააგდებ.

LiPo თუ Li-ion

18650 და 21700 Li-ion ელემენტებს LiPo-სგან განსხვავებული ქიმია აქვს: წონასთან შედარებით მეტ ენერგიას იტევს, მაგრამ გაცილებით ნელა გასცემს. ამიტომ გამოდგება long range პაკებისთვის, სათვალეებისა და პულტებისთვის და არ გამოდგება freestyle დრონისთვის.

დრონის ბატარეა: ფასები 25 ₾-დან 350 ₾-მდე, 11 მოდელი.

გზამკვლევები